ატენი
ატენი , ქალაქი ფეოდალურ საქართველოში , ატენის ხეობაში , მდინარე ტანის ორივე ნაპირზე , ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე . ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV- ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში . ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერეს ციხეები , დეკციხე და სხვა . XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა , მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა . ატენის სიონი ცენტრალურ - ჯვარ - გუმბათოვანია (24X19 მ ; სიმაღლე 22 მ ), ტეტრაკონქის ტიპის , ნაგებია მომწვანო - მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით , გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც . შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა . ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი , რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათ ქვეშა კვადრატი . მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა , ოთხსარკმელიანი ყელი , რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა . გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის , სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება . გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი . გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან . ჯვრის მკლავებს შორის , ყოველ კუთხეში , თითო ოთახია , რომლებიც მცირე , წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს . საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა , ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ - დასავლეთისა საქალებოა . ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან . გუმათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია . საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით . აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი , რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის . საკურთხეველში სამი სარკმელოა , სამხრეთის , ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო , რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი , ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო . საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია , რის გამოც შე ნობის აღმოსავლეთ - დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია , ვიდრე სამხრეთ - ჩრდილოეთისა . 1968 -1975 წწ . სპეციალურმა სამეცნიერო - სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები ( ხელმძღვანელი არქიტ . ლ . ხიმშიაშვილი ), გუმბათის სახურავი ( ხელმძღვანელები არქიტ . რ . გვერდწითელი , თ . ნემსაძე ). 1983 წ . კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით ( ხელმძღვ . რ . გვერდწითელი ), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა ( ხელმძღვანელი გ . ჭეიშვილი , კ . ბაკურაძე ).